აუცილებლად გამონახეთ 3 თავისუფალი დღე და იმოგზაურეთ ბისნასთან ერთად საქართველოს ყველაზე თვალწარმტაც, შთამბეჭდავ, მრავალფეროვან და ყოველმხრივ ამოუწურავ მხარეში — ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი).
მწვერვალი უშბა (4700 მ)

კავკასიონის ქედის ყველაზე საოცარი მთები, თვალწარმტაცი ხედები, ტყით შემოსილი ფერდობები, მარადიული მყინვარები, შმაგი მდინარეები, საუკუნეების განმავლობაში მდგარი კოშკები, ტაძრები უნიკალური ფრესკებითა და ხატებით. ამ ყველაფრის ერთად ნახვა მხოლოდ სვანეთში შეიძლება.
მწვერვალი უშბა (4700 მ)

კავკასიონის ქედის ყველაზე საოცარი მთები, თვალწარმტაცი ხედები, ტყით შემოსილი ფერდობები, მარადიული მყინვარები, შმაგი მდინარეები, საუკუნეების განმავლობაში მდგარი კოშკები, ტაძრები უნიკალური ფრესკებითა და ხატებით. ამ ყველაფრის ერთად ნახვა მხოლოდ სვანეთში შეიძლება.

ბისნა გთავაზობთ სტანდარტულ (შეკვეცილ) ტურს ზემო სვანეთში.
ტურის განრიგი:
1. ენგურჰესის კაშხალი
2. ჯვრის წყალსაცავი
2. ჯვრის წყალსაცავი
3. დაბა მესტია
4. ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტი
5. თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი
6. „სიყვარულის“ კოშკი
7. უშგული
1. ენგურჰესის კაშხალი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბეტონის თაღოვანი კაშხალი (ხოლო 2010 წლამდე — უმაღლესი), 271,5 მ სიმაღლით. ეგურჰესის კაშხალი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ნაწილია და ჯვრის წყალსაცავის წყლის მასას აკავებს.
2. ჯვრის წყალსაცავი
დიდი ზომის წყალსაცავი წყალსაცავი თვალწარმტაცი ლანდშაფტით. წარმოადგენს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის შემადგენელ ნაწილს.
3. მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდინარე მესტიაჭალას ნაპირებზე, სვანური კოშკებით და ეთნოგრაფიული კოლორიტით
4. ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტი

ახლად აშენებული სამთო-სათხილამურო კურორტი მესტიის მახლობლად. მისი საბაგიროს ზედა სადგურიდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება.
5. თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი
კიდევ ერთი ახალი კურორტი ულამაზესი ხედებით
6. „სიყვარულის კოშკი“
ქურდიანების გვარის განცალკევებით მდგომი კოშკი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, კლდეზეა აშენებული. კოშკთან დაკავშირებით გავრცელებული სასიყვარულო თქმულებიდან გამომდინარე მას ძირითადად „სიყვარულის კოშკის“ სახელით მოიხსენიებენ.
7. უშგული
უშგულის თემი ზემო სვანეთის ბოლო და ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა. იგი საქართველოს და ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებული პუნქტია. უშგულის თემი საქართველოს და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლესი მწვერვალის — შხარას (5201 მ) ძირში მდებარეობს. უშგულის ოთხი სოფელი, უამრავი კოშკით და ულამაზესი ხედებით შხარასა და ლამარიას ეკლესიაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ.