თრუსოს ხეობა მდინარე თერგის სათავიდან სოფელ ალმასიანამდე ვრცელდება. ხეობა მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაცლილია.
თრუსოს ხეობაში მრავალი ძველი ნასოფლარია შემორჩენილი, ზოგ მათგანში კი ძველი კოშკები და საფორტიფიკაციო კომპლექსების ნაშთები გვხვდება.
შეიძლება ითქვას, რომ თრუსოს ხეობის რამდენიმე ნასოფლარი მასშტაბებით ხევსურეთისა და თუშეთის ციხე-სოფლებს არ ჩამოუვარდება. მათ შორისაა: მნა (მნის ხეობაში), კეტრისი, აბანო, ზაქაგორი, კარათყაუ, ბურმასიგი, ტეფი და რესი. ეს უკანასკნელი საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა (2400 მ) მდებარე სოფელია, თუმცა ვინაიდან იგი გაუკაცრიელებულია, საქართველოს და ევროპის უმაღლეს დასახლებულ წერტილებს შორის არ მოიხსენიება.
აღსანიშნავია თრუსოს ულამაზესი ტრავერტინები, რომლებიც მინერალებით მდიდარი წყაროების მიერ არის წარმოქმნილი.
თრუსოს ტრავერტინები
თრუსოს ხეობის ყველაზე ზემო ნაწილში მოგზაურობას მხოლოდ ბისნა გთავაზობთ.
იმოგზაურეთ თრუსოს ხეობაში ბისნასთან ერთად და აღმოაჩინეთ მიტოვებული ციხე-სოფლების იდუმალება.
მწვერვალი ჯიმარა (4780 მ), საქართველოს სიმაღლით მე-4 მწვერვალი
მყინვარწვერი თრუსოს ხეობიდან