
ლაშქრობა დარიალის ხეობიდან იწყება, იქ, სადაც მდინარე ხდისწყალი თერგს უერთდება.
ლაშქრობის განმავლობაში მთლიანად ავივლით ულამაზეს, 4000-იან მწვერვალებს შორის მოქცეულ ხდის ხეობას. ფოთლოვან ტყეს ალპური სიმწვანე ცვლის, ალპურ ლანდშაფტს — ნივალური ქვიანი რელიეფი, ბოლოს კი მდინარე ხდისწყლის სათავეში — ყიბიშის მყინვარზე ავდივართ და უღელტეხილის გადავლით ჩავდივართ სოფელ ჯუთაში. გზადაგზა ერთ ფენომენს ვაწყდებით: მდინარე ხდისწყალი რამდენიმე ადგილას მიწის ქვეშ იმალება და გარკვეული მანძილის შემდეგ ისევ ჩნდება. უმდინარო ხეობა მართლაც ძალიან უჩვეულო სანახავია.
ლაშქრობის განმავლობაში ხდის ხეობაში ერთი ან ორი ღამისთევა გვიწევს კარავში.