ხელშეკრულება

ბისნასა და ვებ-პლატფორმა www.bisna.ge- მომხმარებელს შორის

 

 

ეს დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას ერთი მხრივ შპსბისნა“-სა (საიდენტიფიკაციო კოდი: 400204006) და მეორე მხრივ ფიზიკურ პირს (მომხმარებელი) შორის, რომელიც რეგისტრირდება ვებ-პლატფორმაზე www.Bisna.ge. აღნიშნულ პლატფორმაზე შესაბამისი თანხმობის განცხადებით მომხმარებელი და ბისნა ავტომატურად თანხმდებიან ამ ხელშეკრულების შემდეგ პირობებზე:

 

მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

ამ ხელშეკრულებაში გამოყენებულ შემდეგ ტერმინებს, ამავე ხელშეკრულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

1.) ბისნაშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაბისნა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 400204006);

1.) მომხმარებელიფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე;

1.) პლატფორმატურისტული მომსახურებისა და ტურისტული საინფორმაციო პლატფორმა www.Bisna.ge ;

1.) მომხმარებლის ინფორმაციამომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული/დამატებული ნებისმიერი მონაცემი/ინფორმაცია;

1.) პროვაიდერიმომხმარებლის მიერ პლატფორმაზე დამატებული პირი (ფიზიკური ან იურიდიული) ან სავაჭრო ნიშანი, რომლითაც ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ტურისტული პროდუქტის ოპერირება;

1.) ტურისტული პროდუქტიტურიზმის სფეროში შეთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც პლატფორმაზე განათავსებს მომხმარებელი რომელიმე პროვაიდერის ქვეშ;

1.) ტურისტიპირი, რომელიც ბისნას ტურისტული მომსახურების ფარგლებში სარგებლობს ტურისტული პროდუქტით;

1.) ტურიბისნას მიერ ტურისტისთვის მოწყობილი ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობა, რომელიც შეიცავს გასართობ, სანახაობრივ, კულტურულ, სათავგადასავლო, ექსტრემალურ, სარეკრეაციო, კულინარიულ ან სხვა სახის საინტერესო ღონისძიებას/ღონისძიებებს და რომელიც შეიძლება სხვადასხვა ოდენობით მოიცავდეს ან არ მოიცავდეს საფეხმავლო-სალაშქრო ელემენტს.

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, მომხმარებელი რეგისტრირდება პლატფორმაზე და აწვდის ბისნას მონაცემებს, ხოლო ბისნა უფლებამოსილია განკარგოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები და შესთავაზოს მომხმარებელს (ან/და შესაბამის პროვაიდერს) მისი ტურისტული პროდუქტის შესყიდვა და ინტეგრირება ბისნას ტურისტულ მომსახურებაში.

 

მუხლი 2. ზოგადი დებულებები. ბისნასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის ზოგადი აღწერა

2.1. მომხმარებელი რეგისტრირდება პლატფორმაზე, სადაც ტვირთავს იმ მონაცემებს და ინფორმაციას (მომხმარებლის ინფორმაცია), რაც მოთხოვნილია პლატფორმის მიერ.

2.2. მომხმარებელს საშუალება აქვს შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს მომხმარებლის ინფორმაცია (გარდა იმ საგამონაკლისო მონაცემებისა, რომლებიც რეგისტრაციის შემდეგ უცვლელი რჩება), მათ შორისპლატფორმაზე არსებული ტექნიკური ინსტრუმენტების მეშვეობით შეუძლია დაამატოს და მართოს (შეცვალოს, წაშალოს) პროვაიდერები, ხოლო თითოეული პროვაიდერის ქვეშ დაამატოს და მართოს (შეცვალოს, წაშალოს) ტურისტული პროდუქტები.

2.3. მონაცემების შეცვლა, დამატება და წაშლა ხდება მომხმარებლის ინტერფეისიდან, სადაც მომხმარებელი ავტორიზაციას გადის ელ-ფოსტისა და პაროლის მეშვეობით.

2.4. ბისნა უფლებამოსილია, შესთავაზოს მომხმარებელს ან/და შესაბამის პროვაიდერს კონკრეტულ ტურზე მომხმარებლის მიერ განთავსებული ტურისტული პროდუქტის გამოყენება (ტურისტული პროდუქტის შესყიდვა და ინტეგრირება ბისნას ტურისტულ მომსახურებაში), რაზეც ბისნა და მომხმარებელი ან შესაბამისი პროვაიდერი დამატებით შეთანხმდებიან. ასეთი შეთანხმებით განისაზღვრება გასაწევი მომსახურება, მისი ფასი, პერიოდი და სხვა მნიშვნელოვანი პირობები.

 

მუხლი 3. მომხმარებლის ინფორმაცია და მისი მართვა

3.1. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ პლატფორმაზე ატვირთული მომხმარებლის ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა ის პირად მონაცემებს, ატვირთვის შემდეგ გადადის ბისნას მფლობელობაში და ბისნა უფლებამოსილია მომხმარებლის ინფორმაციასთან დაკავშირებით განახორციელოს შემდეგი:

3.1.) კონტროლიმომხმარებლის ინფორმაციის შიგთავსის კონტროლი და მონიტორინგი, მისი ბისნას პოლიტიკასთან, პრინციპებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;

3.1.) დამუშავებამომხმარებლის ინფორმაციის დახარისხება, კატეგორიზაცია და გამოყენება საკუთარ მონაცემთა ბაზებში;

3.1.) საჯაროობის მენეჯმენტიმომხმარებლის ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერ დროს გასაჯაროება ან დამალვა, ბისნას შეხედულებისამებრ, გარდა ამ მუხლის 3.4 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციისა;

3.1.) შეცვლამომხმარებლის ინფორმაციის შეცვლა (რედაქტირება) სტილისტურად ან გრამატიკულად დახვეწის, პლატფორმასთან სინქრონიზაციის, ბისნას პოლიტიკასთან/პრინციპებთან ან საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ანდა ბისნას ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე;

3.1.) წაშლამომხმარებლის ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ წაშლა მისი ბისნას პოლიტიკასთან/პრინციპებთან ან საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო ანდა ბისნას ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე.

3.2. ბისნა პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ცრუ ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციით მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის გამო.

3.3. ბისნა უფლებამოსილია განსაზღვროს და ნებისმიერი სიხშირით ცვალოს პლატფორმის მუშაობის ტექნიკური წესები, შეზღუდვები და შესაძლებლობები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს პლატფორმაზე განთავსებულ მომხმარებლის ინფორმაციაზე, ამ ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მართვის წესებზე და ახალი ინფორმაციის ატვირთვის წესებზე.

3.4. კონფიდენციალურ ინფორმაციად ითვლება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც პერსონალური მონაცემები, დაცვას ექვემდებარება შემდეგი მომხმარებლის ინფორმაცია:

3.4.) სარეგისტრაციო და ავტორიზაციის მონაცემები: ელ-ფოსტა და პაროლი;

3.4.) მიმოწერა/შეტყობინებები ბისნასა და მომხმარებელს შორის.

3.5. ბისნას მიერ ამ მუხლის 3.4 პუნქტში მითითებული ინფორმაციის გასაჯაროება ან მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 4. მხარეთა ვალდებულებები

4.1. ბისნა ვალდებულია:

4.1.) მომხმარებლის ინფორმაციის მართვისას არ დაუშვას მომხმარებლის ინფორმაციის დამახინჯება;

4.1.) არ დაუშვას პლატფორმაზე მომხმარებლის ინფორმაციის იმ ნაწილის გასაჯაროება, რომელიც მომხმარებელმა წაშალა;

4.1.) შეინახოს და დაამუშაოს მომხმარებლის ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;

4.1.) შეასრულოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

4.2. მომხმარებელი ვალდებულია:

4.2.) არ განათავსოს პლატფორმაზე ძალადობისა და სიძულვილისკენ მოწოდების შემცველი, უხამსობის შემცველი, კანონსაწინააღმდეგო ან პროვაიდერთან / ტურისტულ პროდუქტთან სხვაგვარად შეუსაბამო მომხმარებლის ინფორმაცია;

4.2.) არ განათავსოს პლატფორმაზე ისეთი ინფორმაცია, რაც ლახავს სხვა პირთა ბიზნეს ინტერესებს ან მომხმარებელთა (პოტენციურ ტურისტთა) უფლებებს;

4.2.) არ განათავსოს პლატფორმაზე ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია;

4.2.) ბისნას ტურისტული მომსახურების ფარგლებში ტურისტს ტურისტული პროდუქტი მიაწოდოს ჯეროვნად, სათანადო ხარისხის დაცვით, მოემსახუროს თავაზიანად და კეთილსინდისიერად, დაიცვას აღნიშნულთან დაკავშირებით ბისნასთან დამატებით გაფორმებული ზეპირი ან წერილობითი ხელშეკრულების პირობები;

4.2.) შეასრულოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

 

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

5.1. ეს ხელშეკრულება ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სასამართლოს მიერ.

5.2. ეს ხელშეკრულება მოქმედებს იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდშიც პლატფორმაზე განთავსებული იქნება მომხმარებლის ინფორმაცია.

5.3. ეს ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე.

5.4. ამ ხელშეკრულებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი გარემოებები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

bg