დაბა სტეფანწმინდა, გერგეტი სამება და თერგის ხეობა ყუროს ქედიდან

მარშრუტი ჯერ ხდის ხეობას, შემდეგ კი მდინარე ხდისწყლის ყველაზე გრძელი მარცხენა შენაკადის ხეობას მიუყვება და ყუროს ქედის წყალგამყოფამდე ადის.
თოკის მეშვეობით მდინარეზე მორიგეობით გადავდივართ (იხილეთ სამოყვარულო ვიდეოები), როგორც წესი — ორ-ორი. კალაპოტის შუა ნაწილში ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ თითოეული ნაბიჯის გადადგმას დიდი სიფრთხილე და ძალისხმევა ჭირდება, რომ მდინარემ არ წაგვიღოს. აუცილებელია, რომ ორკაციან ჯგუფში ერთი მაინც იყოს შედარებით ღონიერი ან მძიმე წონის.როდესაც ბოლო მოლაშქრეც გადავა მდინარის მარცხენა ნაპირზე, მოვწესრიგდებით, სველ ფეხსაცმელებს გამოვიცვლით და შევუყვებით დედამიწაზე ყველაზე რთულ აღმართს, რომელიც არასდროს მთავრდება და უამრავი ხიფათით არის სავსე. ეს აღმართი ხდისწყლის მარცხენა შენაკადზე არსებული მეორე ჩანჩქერის გვერდით ადის (პირველი ჩანჩქერი უფრო ზევითაა).
აღმართი ნაწილობრივ ტყიანია, ნაწილობრივ — შიშველი. ქვა ყოველ ფეხის ნაბიჯზე გორავს და უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, რათა ჩვენ უკან მომავალი მოლაშქრე არ დავაზიანოთ.
რამდენიმე საათში საშინელი აღმართი სრულდება და დროებითი შესვენების ადგილზე ავდივართ. ამ ადგილს „მოსაპირკეთებელი ადგილი“ ჰქვია. საქმე ისაა, რომ ყუროს ქედის პირველ გასვლაში, ლაშქრობის ერთ-ერთმა მონაწილემ — გიორგი ხეოშვილმა, მოსაზრება გამოთქვა, „მოდი, აქაურობა მოვაპირკეთოთ და დავბანაკდეთო“. იმ ადგილას კი უზარმაზარი ლოდები ეწყო. „მოპირკეთების“ იდეა იმდენად აბსურდული და უპერსპექტივა იყო, რომ ყველას გაგვეცინა, ის ადგილი კი დღემდე „მოსაპირკეთებელია“ და სახელიც შესაბამისი შერჩა — „მოსაპირკეთებელი ადგილი“.
მოსაპირკეთებელი ადგილი ერთგვარი გარდატეხის წერტილია უარესსა და ცუდს შორის. აქედან ისევ რთული გზა რძელდება საბანაკე ადგილამდე, თუმცა არა ისეთი რთული, როგორიც აქამდე. გზა ისევ ხდისწყლის მარცხენა შენაკადის მარცხენა მხარეს (ანუ ჩვენი მოძრაობის მიმართულებით — მარჯვენა მხარეს), ქვიან ფერდობს მიუყვება.
კიდევ გარკვეული დრო და იმავე მდინარის (ხდისწყლის მარცხენა შენაკადი) პირველ ჩანჩქერთან მივდივართ. ამ ჩანჩქერის გვერდით აღმართზე ავდივართ და ისეთი იდეალური საბანაკე ადგილი გვხვდება, რომელზეც ამ გასვლაში ვერც კი ვიოცნებებდით.
საკმარისი ფართობის მწვანე მინდორი, სადაც კარვის პალოები ნიადაგში უპრობლემოდ ერჭობა, იქვე ანკარა მდინარე, აქეთ-იქით კლდეები, ქვევით კი — გამოვლილი გზა. იდეალური ადგილი დასაბანაკებლად და ძალების აღსადგენად.

ბოლოს კი აღმართი მთავრდება და თვალწინ არნახული ხედები იშლება თერგის ხეობაზე, დაბა სტეფანწმინდაზე და მის მიმდებარე სოფლებზე, გერგეტის სამებაზე და მყინვარწვერზე. ყველაფერი ზემოდან მოჩანს, რუკასავით არის გადაშლილი. როცა სტეფანწმინდას, თერგის ხეობას და გერგეტის სამებას ამ სიმაღლიდან და ამ რაკურსით დაჰყურებ, ხვდები, რომ ნამდვილად აღმოჩენილს მიღმა იმყოფები. ამ ყველაფრის სანახავად იმ გზის გამოვლა ნამდვილად ღირდა.
როდესაც ხედებით და ფოტო-ვიდეო-გადაღებით გულს ვიჯერებთ, ბანაკში ვბრუნდებით. დრო საკმარისი გვრჩება, რომ დღევანდელი ხედების ნახვა აღვნიშნოთ.

ძიება/გაფილტვრა