- №042
ჯავახეთის მეგალითები
2 დღიანი ტური ათასწლეულების წინანდელ იდუმალ ნაგებობებზე
შაორის ციხე შაორის მთის მწვერვალზე მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახოებით 2750 მეტრ სიმაღლეზე, ხოლო აბულის ციხე — პატარა აბულის მთის კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2670 მეტრზე.
ეწვიეთ შაორისა და აბულის ციხეებს და აღმოაჩინეთ ათასწლეულების ასაკის იდუმალი მეგალითური ნაგებობები ბისნასთან ერთად.

ხანგრძლივობა:
● სულ: 2 დღე
● საფეხმავლო: 1 დღე
სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა:
702 მ / 2303 ფუტი ?
ჯამურად ფეხით გასავლელი მანძილი:
27,6 კმ / 17,1 მილი
გასათვალისწინებელი გარემოებები:
● ჩვენი პირობები იხილეთ აქ.
● გარკვეულ მონაკვეთ(ებ)ში, ფერდობ(ებ)ზე, ქვებზე დაბიჯების დროს შესაძლებელია ქვის დაცურება ან დაგორება. ასეთ მონაკვეთებზე, ტურის ყველა მონაწილე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს თითოეული ნაბიჯისას.
● ციცაბო აღმართ(ებ)ი
● ციცაბო დაღმართ(ებ)ი
სხვადასხვა სამოყვარულო ვიდეოები:
● შაორის ციხე
● ფარავნის ტბა შაორის ციხიდან
● აბულის ციხე
● სიარული ნისლში
შაორის ციხე შაორის მთის მწვერვალზე მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახოებით 2750 მეტრ სიმაღლეზე, ხოლო აბულის ციხე — პატარა აბულის მთის კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2670 მეტრზე.
ეწვიეთ შაორისა და აბულის ციხეებს და აღმოაჩინეთ ათასწლეულების ასაკის იდუმალი მეგალითური ნაგებობები ბისნასთან ერთად.

ძიება/გაფილტვრა
ინდივიდუალური ტური
ბისნას მიერ. ტურისტის ან ტურისტთა ჯგუფის მოთხოვნით ინდივიდუალურად ორგანიზებული ტური
ჯგუფური ტური
ბისნას მიერ წინასწარ გამოცხადებული ტური, წინასწარ გაწერილი განრიგით
სიმაღლის უკიდურესი ცვალებადობა
განსხვავება საფეხმავლო მარშრუტის ყველაზე დაბალ და ყველაზე მაღალ წერტილებს შორის
A – მარტივი ექსკურსია
მოიცავს მარტივ სანახაობრივ მოგზაურობას. არ შეიცავს, ან უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს საფეხმავლო ელემენტებს.
B-1 – მარტივი საფეხმავლო
გულისხმობს ნაკლებად მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს ნაკლებად რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას.
B-2 – რთული საფეხმავლო
გულისხმობს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას.
EX – ექსტრემალური საფეხმავლო
გულისხმობს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. შეიცავს განსაკუთრებით რთულ რელიეფზე / გარემო პირობებში გადაადგილებას. მონაწილისგან მოითხოვს კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას და რთულ საფეხმავლო ლაშქრობებში მონაწილეობის გამოცდილებას. მონაწილე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს მოსალოდნელი დაბრკოლებებისადმი. შესაძლოა შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეებს, რაზეც მონაწილე წინასწარ იქნება გაფრთხილებული.